კახეთში ძმამ და მოკლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანი-ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მანქანაში წუხელ მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ კაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი