წულუკიანი დაკავებულ რაგბისტებს მფარველობს - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

რა კავშირი აქვს იუსტიციის მინისტრს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან - "მთავარი არხის" ინფორმაციით, თეა წულუკიანი ახლა სწორედ იმ ორ დაკავებულ რაგბისტს, ნიკა ჟვანიასა და არჩილ გაგნიძეს მფარველობს, რომლებიც მის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის ისინი ციხეში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებიან. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს ამ თემაზე მედიასთან განმარტებების გაკეთება არ ისურვა. 

შაქარაშვილის საქმესთან და ახალ გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. 

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს საზოგადოებას. ჟურნალისტებიც აქტიურად აშუქებენ ამ შეკითხვებს, რაც საქმის გარშემო არსებობს. თუმცა, სახალხო დამცველი ალბათ უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს და მონახულებას როგორც ბრალდებულების, ასევე შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან მექნება კომუნიკაცია და ამის შემდეგ უკვე ჩვენ მივირებთ გადაწყვეტილებას რა ფორმით მივირებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, რომ გაგვაცნოს საქმის მასალები, - ამბობს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა, რომ შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს.

ნიკა გვარამიას განმარტებით, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელებმა საქმის მოგვარება "კაწროსთან" დაახლოებულ პირს, დაჩი ბუაძეს გაანდეს. "კაწრო" ბუაძის ქორწილის ვიდეოშიც ჩანს, რომელიც ნიკა გვარამიამ გადაცემის მსვლელობისას გაუშვა.

წულუკიანი აკეთებს იმას, რაშიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. კერძოდ, მათ უქმნის არა - ციხისთვის შესაბამის პირობებს. ისინი ფორმალურად იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში, თეა წულუკიანის შემწეობით, - განმარტა გვარამიამ.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, მას ინფორმაცია სამმა კონფიდენციალურმა წყარომ გაანდო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი