
ბათუმში ორი პირი დანით დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ კლუბში მოხდა. მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ ერთდროულად შეიყვანეს. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტადათ. მედიკოსების თქმით, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 22 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, მაშინ როცა მიმალვას ცდილობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
ავტორი: თეა ვაშალომიძე