კრიტიკულია 47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა

გამოქვეყნდა:

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, სასტუმრო "ლუქსში" მომხდარი აფეთქების შემდეგ ობიექტი დალუქეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, პერსონალი ამ დროისთვის სასტუმროში არ იმყოფება.

არსებული ცნობით, პირმა ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებული "ღუდუშაურის" კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 47 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატზეა, მას სხეულის დამწვრობა აქვს. 

"პაციენტი შემოყვანილია წუხელ, ღამის 2 საათზე, აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულ-მკერდზე, თავზე. მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ექიმი. 

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვანის დროს კომაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი