ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

უერთიერთგამომრიცხავი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში - რატი ტუსიაშვილი, რომელიც ე.წ. დიდუბის ეპიზოდზე ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად დასახელდა, ჩვენებაში წერს, რომ ნარეკვავიდან მისი მეგობარი ნიკა ხეჩოშვილი 18 ივნისის ღამით სახეზე მიყენებული დაზიანებებით ნახა. თუმცა, თავად ხეჩოშვილის ჩვენებაში რატი ტუსიაშვილი საერთოდ არ ფიგურირებს და მათი შეხვედრის დეტალებზე არაფერს ამბობს. 

ფეხბურთელის საქმეზე რატი ტუსიაშვილი ორჯერ არის გამოკითხული. გამოძიებას მან ორივეჯერ სხვადასხვა ჩვენება მისცა. 

ამონარიდი რატი ტუსიაშვილის ჩვენებიდან:

18 ივნისს, მეტროსადგურ გოცირიძეზე შევხვდი ჩემს მეგობარს ნიკა ხეჩოშვილს. ის ვნახე ჩემსმეგობართან, ლევან ბრეგვაძესთან ერთად. ნიკა ხეჩოშვილმა მითხრა ვიყავი საგურამოში და ვიყავი დაბადების დღეზეო. ვისთან იჩხუბა ან ვისი დაბადების დღე იყო მე არ ვიცი, არც ნიკას უთქვამს. დეტალები ჩემთვის არ უთქვამს. შესაბამისად, არც მე ვიცი. ამის შემდეგ ნიკა ხეჩოშვილი მივიყვანე ფეხით მეტროსადგურ გოცირიძესთან მდებარე ეზოში. მას სახეზე ჰქონდა მცირე დაზიანებები, რომელიც მოვაბანინე წყლით. ამის შემდეგ მე ჩემი მეგობრის, ნიკა ქალიაშვილის ავტომანქანა "ტოიოტას" მარკით, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ მახსოვს, ნიკა ხეჩოშვილი მივიყვანე ჩამოვსვი მე-11 სკოლასთან და იქიდან წავიდა თავის გზაზე. მითხრა, რომ გამოკითხულ იქნა პოლიციაში ჩხუბთან და ბავშვის გაუჩინარებასთნ დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმავე ღამით უკე 19 ივნისს, მე ჩემი, "მერსედესის" მარკის ავტომობილით მარტო წამოვედი თბილისიდან საგურამოს მიმართულებით, საგურამოსთან დავატრიალე ავტომობილი და დავბრუნდი უკან თბილისში. ვიყავი მარტო. 

საქმეში დევს კიდევ ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმი, "ფორდ ტრანზიტის" მძღოლი, რომელიც ყვება, რომ შუაღამით იქ, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, მანქანა გააჩერა და დანაგვიანებული ტერიტორიით დაინტერესდა. 

ამონარიდი "ფორდ ტრანზიტის" მძღოლის ჩვენებიდან:

იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც, ჩემი კუთვნილი "ფორდ ტრანზიტის" მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და ორი წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონ სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი. დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასახვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში, სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე დაახლოებიტ ერთი მეტრი სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე მენახა, თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ, ხიდის ბოლოში, გზის პირას. ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო. წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი ნაწილის გამყოფ  ზოლთან, ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე იყო დაყრილი ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი, მანქანების გადავლის შედეგად, გაფუჭებული იყო. ხოლო რამდენიმე შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული, ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი