"ბავშვს ფოტოები აჩვენეს და ამოიცნო" -  მოზარდის გატაცების მცდელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

გამოქვეყნდა:

10 წლის ბავშვის მოტაცების მცდელობა მარნეულში - ოჯახის წევრების თქმით, პოლიციამ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საკითხით მედია დაინტერესდა.

მოზარდის ბიძა ამბობს, რომ გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან კამერები ამოიღო, სავარაუდო დამნაშავის ფოტოები კი ბავშვმა ამოიცნო.

"მას შემდეგ, რაც თქვენ დაიწყეთ თემის გაშუქება, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. ჩემი ინფორმაციით, სოფელში ყველა ჩანაწერის ამოღებაც დაიწყეს. უკვე სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით პირველადი შედეგებიც გვაქვს. გამომძიებელმა კამერების ამოღებული ფოტოები ჩემ დისშვილს აჩვენა და სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო. ბავშვი ახლა წაიყვანეს პოლიციაში. ჩვენც ეს გვინდა, რომ პოლიციამ იმოქმედოს და დამნაშავე დაისაჯოს სხვა არაფერი გვინდა, - თქვა ჰამზა უსატოვმნა.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მოზარდის გატაცების მცდელობის პირველი შემთხვევა არაა, ისინი პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, უკვე მესამე შემთხვევა იყო იგივე სოფელში, სადაც ცდილობდნენ ბავშვების მოტაცებას, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ არსებობს. ბოლო წლებში კარგად ვხედავთ, რომ პოლიციის მხრიდან ბევრი ფაქტის მიმართ ძალიან ნელი დამოკიდებულებაა, ისინი ცუდად მუშაობენ, გამოებას აგვიანდება - რამდენი განცხადება მაქვს შეტანილი და ჯერჯერობით რეაგირება არ არის", - თქვა სამირა ბაირამოვამ.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ინფორმაცია კი გუშინ, 29 ოქტომბერს გავრცელდა. როგორც ცნობილია, სკოლაში წასული ბავშვი შესვენების დროს მაღაზიაში გავიდა, რა დროსაც უცხო მანქანა მიუახლოვდა და მას ტკბილეული შესთავაზა. ბავშვს კი შეეშინდა და გაიქცა. 

მთავარი არხის გადამღები ჯგუფი სკოლასთანაც იმყოფებოდა. სკოლის დარაჯი მომხდარ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ აღნიშნული პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

მავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი