მცხეთის პოლიციის უფროსი "მთავარ არხს" დაემალა. კითხვაზე, ვინ დაურეკა მცხეთის პოლიციის განყოფილებიდან 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმის მთავარ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს, დავით თამაზაშვილმა პასუხის გაცემა არ ისურვა.
რაც შეეხება დანაშაულის ადგილს, ამ დროისთვის მცხეთაში, ხიდთან, პოლიციაა მობილიზბეული, სამართალდამცავები დგანან ფერად შენობასთანაც - ტერიტორიაზე, რომლიც უკვე განდგურებული და გადამწვარია.
ბრალდებულების ადვოკატები კი კვლავ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმების აბსურდულობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არის კონკრეტული მტკიცებულება, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ ექვს პირს კავშირი ჰქონდა შაქარაშვილის მკვლელობასთან.
ვნახოთ რა მიმართულებით წავა გამოძიება და შეძლებს თუ არა გამოძიება, ზოგადად გამოკვეთოს ვინმე იმ დანაშაულთან მიმართებით, რა მუხლითაც დაიწყეს ახლა გამოძიება. მე არ ვგულისხმობ აქ "ტოიოტა ქამრის", ზოგადად ვლაპარაკობ. ამ ეტაპზე ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმეს წარედგინოს საერთოდ ბრალი, - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
რაგბისტების ადვოკატიც ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბიოლოგიური ან სხვა სახის შემხებლობას შაქარაშვილთან.
დღეის მონაცემებით ჩვენ არ გვაქვს არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც დაასტურებს გარდაცვლილთან რაიმე ურთიერთობის ფაქტს, მათ შორის ძალადობას, ცემას და ა.შ, - ამბობს რაგბისტების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
ამ დრომდე უცნობია, ვისთან დარეკა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 18 ივნისის ღამით. შეგახსნებთ, რომ ეს ნომერი საქმის მასალებში არ არის მითითებული. შსს-ს ოქმში წერია, რომ ეს ნომერი ბაზაში არ იძებნება.