გორში წმინდა წყლის დასახლებაში გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარმენ ნადირაძის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები, რომელზეც "ქართული ოცნების" მასალები ინახებოდა, საუბარია პარტიის ინფორმაციაზე.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები - დაწყებულია გამოძიება.