როგორ უნდა მოიქცნენ მოზარდები ადევნების შემთხვევაში | რას ამბობენ უფლებადამცველები და ფსიქოლოგები

გამოქვეყნდა:

 ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მედიაში მოზარდზე ადევნების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აღმასრულებელი დირექტორის ანა არგანაშვილის თქმით, დამნაშავეები სარგებლობენ ბავშვების არაინფორმირებულობით, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც არ იციან თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

უფლებადამცველი "მთავარ არხთან" საუბრობს, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები უცხო პირის ადევნების შემთხვევაში.

"დამნაშავეები სარგებლობენ ბავშვების არაინფორმირებულობით. ძალიან ხშირად ბავშვებმა არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ უცხო ადამიანთან. ვირტუალურ სივრცეში ბავშვებმა არ უნდა გაავრცელონ ინფორმაცია სად იმყოფებიან, ვისთან ერთად არიან. ასევე მშობლები უნდა იყვნენ ყოველთვის ფრთხილად ბავშვებზე ინფორმაციის გავრცელებისას. როდესაც ბავშვების უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება მაშინ სამართალდამცავებმა უნდა შეიმუშაონ სპეციალური რეაგირების მეთოდი. იმიტომ, რომ აქ გვაქვს განსხვავებულ დანაშაულთან საქმე, რა დროსაც დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა" - ამბობს ანა არგანაშვილი

 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ასეთ დროს არ არის რეკომენდებული ბავშვის დაშინება  და პანიკა.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით,  ბავშვი გაცილებით უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს, თუ ზუსტად ეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცეს მსგავს სიტუაციაში. 

"გასათვალისწინებელია ის, რომ არ არის რეკომენდებული ბავშვის დაშინება და პანიკის დათესვა. ბავშვი გაცილებით უფრო მშვიდად იგრძნობს თავს, თუ მას ეცოდინება ზუსტი ინსტრუქცია, როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ სიტუაციაში. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოტივი, ამ დანაშაულის - ვინ არიან ეს ადამიანები, ამიტომ პოლიციასთან თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს მაია ცირამუა 

ცნობისთვის, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მედიაში მოზარდზე ადევნების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. აღნიშნულს, გუშინ, 29 ოქტომბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა - ომბუდსმენი განცხადებაში აღნშნავდა, რომ უწყება მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას იკვლევს.

იხილეთ ასევე:
მოზარდებზე ადევნების მორიგი მცდელობა ვარკეთილში - პოლიცია 40 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებს
"მოტყუებით უნდოდა ბავშვების წაყვანა" - მოქალაქე სოციალურ ქსელში მოზარდზე ადევნების მორიგ მცდელობაზე წერს

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი