თბილისში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა".
პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.