
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მომუშავე ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება არათანმიმდევრულად მიმდინარეობს და საქმეში პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს.
"გამოძების ამ ეტაპზე, მთელი რიგი საკითხებია დასაზუსტებელი, უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, გამოძიება არ მიდის თანმიმდევრულად", - ამის შესახებ არჩილ გაგნიძის უფლებადამცველმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
თუ ბრალდების მხარეს სურს ბრალი წარგვიდგინოს, კი ბატონო, მათ აქვთ ამის უფლება. ეს იქნება საზოგადოებაზე მანიპულირება, თორემ სამართლებრივად მტკიცებულებების საფუძველზე, არანაირი არსობრივი მტკიცებულებ არ არის, რომელიც რაიმე ფორმით მიანიშნებს, რომ რომელიმე პირმა "ტოიტა ქამრიში" მსხდომთაგან, ჩაიდინა [აღნიშნული] დანაშაული“ - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
წამყვანის კითხვაზე, რა იგულისხმება არათანმიმდევრულ გამოძიებაში, ალექსანდრე კობაიძე პასუხობს: "მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მერიის სამსახურს და ითხოვს 18-19 ივნისის ვიდეოკამერების ჩანაწერს, მაგრამ თბილისის მერია საპასუხოდ ამბობს, რომ ხანდაზმულობის გამო აღნიშნული აუდიოფირები განადგურებულია".
კობაიძისვე თქმით, გამოდის, რომ "საგამოძიებო უწყება შეგნებულად თუ შეუგნებლად, დააგვიანა, რომ მიემართა შესაბამისი უწყებისთვის", "ამის შედეგად საქმეში არ არსებობს მასალები, რომელიც ამ დროის მონაკვეთში მანქანათა გაადგილებას ასახავს", განმატავს ალექსანდრე კობაიძე, რაც უფლებადამცველს უჩენს კითხვას, "რატომ გააკეთა საგამოძიებო უწყებამ ასე" და დააგვიანა ვიდეომტკიცებულებების გამოთხოვნა.
ვიდეომტკიცებულებების დაგვიანებით გამოთხოვასა და ხანდაზმულობის გამო მათ არარსებობაზე, ასევე გადაცემა „დღის სტუმარში“ რამდენიმე დღის წინ, საქმის სხვა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმაც ისაუბრა.