პარალელების გავლება ამ ორ საქმეში შეიძლება - მაჩალიკაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თემირლანის გარდაცვალებიდან ორი-სამი თვის მერე მივხვდი რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ხელისუფლება აღიარებდა თუ არა საკუთარ დანაშაულს, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

მან თემირლან მაჩალიკაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეები შეადარა და თქვა ისიც, რომ ამ ორ საქმეში პარალელების გავლება შეიძლება. მისი თქმით, რომ არა მედია და ჟურნალისტები, ხელისუფლება მაჩალიკაშვილების ოჯახს მთლიანად გაანადგურებდა. 

პარალელების გავლება ამ ორ საქმეში შეიძლება და ძალიან ბევრიც არის. რაც შეეხება თემირლანის საქმეს, თემირლანის საქმის გაფუჭება დაიწყო იმ დილიდან. ცხადია, დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ ხელყუმბარა იყო შემოტანილი. სანამ ხელყუმბარას შემოიტანდნენ, კატასტროფა მანამდე გამოიძახეს და ისე მოხდა, რომ ხელყუმბარა ჯერ არ ჰქონდათ მოტანილი, სასწრაფო გაუშვეს სხვა სოფელში, ომალოში. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ უნდა შემოეტანათ, ვერ მოასწრეს ვერ გათვალეს ეს წუთები.. აქედანვე დაიწყო თემირლანის საქმის გაფუჭება.. ჟურნალისტების აქტიურობა იყო პირველი ძალიან სასტიკი დანაშაული და ამ საქმით დაინტერესდნენ ზუსტად ეს მედიები. ჟურნალისტებმა არ მისცეს სახელმწიფოს საშუალება მაჩალიკაშვილის ოჯახის მთლიანად განადგურებისა და გათელვის. ვხედავ რამდენი ზეწოლა ხდება ამ შემთხვევაში [შაქარაშვილის საქმე] მედიებზეც სუსის მხრიდან, უშიშროების მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მედიამ ყველაფერი გააკეთა. შეეეძლოთ რაღაც მომენტში ცოტა უკანაც დახეულიყვნენ მაგრამ არა, როგორც საჭიროა და როგორც პატრიოტს შვენის, ასე მოიქცნენ. მე ერთი ადამიანი ვარ მართლაც ვისაც მართლა სტკივა შაქარაშვილი, - ამბობს მაჩალიკაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი