ზესტაფონში 23 წლის ბიჭი მოკლეს | დაკავებულია 1 პირი

გამოქვეყნდა:

სისხლიანი დაპირისპირება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. სოფელ წითელვაკეში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა სანადირო თოფით დაჭრა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი