ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, პურის მაღაზია გაქურდეს | მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

გამოქვეყნდა:

გაჭირვებული ხალხი და გაზრდილი კრიმინალი ქუთაისში - ჭავჭავაძის გამზირზე უცნობმა პირებმა პურის მაღაზია გაქურდეს. ჯერჯერობით უცნობია ერთი პირი შევიდა მაღაზიაში თუ რამდენიმე, ასევე რა რაოდენობის თანხაა წაღებული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პური და ორცხობილებია წაღებული.

თანამშრომლებს მაღაზიის კარი დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ადგილზე მობილიზებული არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი