
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია - უწყება ჩატარებული სპეცოპერაციების ამსახველ ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და აჭარაში ჩატარდა.
განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.