ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიებიდან ამოიღეს პროდუქცია, რომელზეც საქართველოს დროშა იყო გამოსახული

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში  ე.წ. პროკურატურის თანამშრომლებმა გუდაუთის, გაგრის, სოხუმისა და სხვა ქალაქების მაღაზიებში გამოავლინეს პროდუქცია, რომელზეც საქართველო გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში იყო გამოსახული. 

გარდა ამისა, საშუალო სკოლებში გამოვლინდა ქართული წარმოების ატლასი, რომლის ყდაზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული.

ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ხსენებული პროდუქცია აფხაზეთში ინდივიდუალურ მეწარმეებს შეჰქონდათ და მათი უმეტესობა რუსეთშია წარმოებული. აფხაზეთის ე.წ. სასურსათო ზედამხედველობის სამსახურმა ხსენებული პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი