
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს აჭარის ტელევიზიიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლებული დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
ნათია კაპანაძის თქმით, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მისი გათავისუფლებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და მოსამართლეც პოლიტიკურად მოტივირებული იყო. კაპანაძე მიიჩნევს, რომ მასზე იერიში აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის გამო მიიტანეს და თუ სიმართლე ქვეყნის შიგნით ვერ დადგინდა, საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს.
შეგახსენებთ, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს