
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ჯორბენაძე, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გაიზიარეს ჩხიკვაძის ბედი - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველი დიტო საძაგლიშვილი საუბრობს.
"ისინი აუცილებლად ინანებენ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად დადგინდება" - ამბობს საძაგლიშვილი მოსამართლეთა კოლეგიაზე.
დიტო საძაგლიშვილმა სასჯელის დამძიმების საკითხზეც ისაუბრა.
"როგორც ჩანს ძალიან ტკიოდა, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა ავტომობილის პირადი მიზნებით გამოყენებისთვის და გადაწყვიტეს, რომ უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ, სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა, რომ თითქოსდა შეეცადონ გამართლებას, რომ ავტომობილის გამოყენების გამო საპატიმრო დაწესებულებაში არ იმყოფება. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს ეხება 2015 წლის სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდს",- ამბობს საძაგლიშვილი.
ამავე თემაზე: