"კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, ამოღებულია 550 000 ლარის უცხოური ვალუტა" | საგამოძიებომ 10 პირი პასუხისგებაში მისცა 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 9 ფაქტი, რაზეც პასუხისგებაში მისცეს 10 პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტი უცხოური ვალუტა",- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, აღნიშნული სახის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი