შეიარაღებული თავდასხმა ქვემო სვანეთში - ლენტეხის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ამის შემდეგ კი სამუშაო ოთახში ხანძარი გააჩინეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებული.
შემთხვევის დროს ონიანი თბილისში იმყოფებოდა.
შსს ეძებს პირს, ან პირებს, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით ორგანიზებულად შევიდნენ მერის სამუშაო კაბინეტში, და მისი კაბინეტი დაცხრილეს.
[მთავარი არხის იმერეთის ბიუროს კორესპონდენტი ამ წუთებში მიემართება სვანეთში და დეტალებს 18 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ]