
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძემ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელი და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.
მოსარჩელე ნათია კაპანაძე ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. კაპანაძის თქმით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს