RSF: ვგმობთ, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი უარყოფილია

გამოქვეყნდა:

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. RSF გმობს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას:

"ოპოზიციური ტელეარხის, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ საჩივარი [სააპელაციო] მას შემდეგ შეიტანა, რაც მაისში, „თანამდებობის  ბოროტად გამოყენებისთვის“, რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
RSF გმობს, რომ მისი საჩივარი უარყოფილია" წერს ორგანიზაცია.

"ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეზე განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით" - ამბობს ჟან კაველიერი, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი