პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული პირები, რომლებიც ლენტეხში ყველაზე დაცულ შენობას დაესხნენ თავს. დაცხრილულია მერის სამუშაო კაბინეტი. გამოძიებამ უკვე ამოიღო სათვალთავლო კამერების ჩანაწერები, და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს მერიის შენობაში.
ვინ და რატომ დაცხრილა გია ონიანის კაბინეტი, უცნობია. თავად მერი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ერთ-ერთი ვერსიით კი ეს იყო შურისძიება.