
ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ წინაპირობებს - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" [IDFI] განცხადებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
"შეწყალების ინსტიტუტის ერთერთი კონსტიტუციური მიზანია სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.
ერთერთი ძირითადი კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არა ერთადერთი, თუმცა არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი პრეზიდენტისგან მოითხოვს "მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში... საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად." - წერს IDFI