თელავში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე, 37 წლის მამაკაცი დაჭრეს.

ინციდენტი ავეტიკოვების სახლში მოხდა, სადაც მხოლოდ მამიდა და ძმისშვილი ცხოვრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცთან სტუმარი იყო მისული და დაჭრას წინ მათ შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

კისრის მიდამოში მიყენებული ჭრილობებით  მამაკაცი  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისათვის საშიში არ არის და მამაკაცს პირველადი დახმარება უკვე გაეწია. 

ავეტიკოვების სახლში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი