შსს-ში დაკითხვები გრძელდება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა ახალგაზრდა, რომელსაც სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა საქმის ერთ-ერთ ფიგურანტთან. გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

მოწმის ადვოკატის მურმან ღურწკაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვინ დაურეკა, არ ახსოვს, მომხდართან კი არანაირი კავშირი არ აქვს და არც ამ ფაქტთან შეხებაში მყოფ პირებს იცნობს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ მიზეზით დაიბარეს, რომ 18 ივნისის ღამეს, მან კიდევ ორ პირთან ერთად შემთხვევის ადგილზე "ტოიოტა ვიტსის" მარკის ავტომანქანით გაიარა.

შსს-ში იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც, რომლებმაც პოლიციის შენობა მედიასთან კომენტარების გაკეთების გარეშე დატოვეს.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი