არაკონსტიტუციური, დაუშვებელი, შეუსაბამო, გამოსავალი შეწყალებაა - ბურჯანაძე ნიკა გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის  სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი და სისხლის სამართალში არაფერი არ ესაქმება" -  ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე,  "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დაუშვებელია და ერთადერთი გზა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ნიკა გვარამიას შეწყალებაა. 

"ეს არის წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი და სისხლის სამართალში არაფერი არ ესაქმება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სრულიად აუხსნელი იყო ამ დანაშაულში გამტყუნება და ჯარიმის შეფარდება, ბუნებრივია გამტყუნება და თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ჩვენთვის ორმაგად გაუგებარია, განაჩენი უკვე გამოთხოვილი გვაქვს, როგორც კი ჩაგვბარდება ბუნებრივია გავეცნობით მას და ვნახავთ, რა არგუმენტაცია არის წარმოდგენილი ჩვენთვის, უბრალოდ იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში იქნა წარმოდგენილი, საქმის მასალებში იყო, სრულიად აუხსნელია ამისთვის, თუ როგორ შეიძლება დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა, არათუ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვის ვადით. ასე რომ, ჩვენ ისევ და ისევ ვრჩებით იმ აზრზე, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, ეს არის დაუშვებელი, ეს არის შეუსაბამო სხვადასხვა ძირითად უფლებებთან და ბუნებრივია, გამოსავლად და ერთ-ერთ გამოსავლად მიგვაჩნია ის, რომ მოხდეს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისოდ უფლებამოსილების გამოყენება" - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.  

თავად ნიკა გვარამიას პოზიცია უცვლელია. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი თავს უდანაშაულოდ თვლის და შეწყალებას არ ითხოვს.

 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი