"განმარტება გაკეთდა ბჟუტურზე" - მოსამართლე, რომელსაც ადვოკატი მუქარაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ადვოკატი მამუკა ნოზაძე მოსამართლე გოგა კუპრეიშვილს მუქარაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო, მოსამართლემ "საქმის გარჩევა" სხდომაზე მოუწყო და დაემუქრა. ნოზაძე გასულ დღეებში წერდა, რომ კუპრეიშვილი იმ მოსამართლეების სიაშია, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებენ.

ნოზაძე სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

"დამიწყო საქმის გარჩევები, მუქარები, იმის თაობაზე, რომ მე თუ კვლავ გავაგრძელებდი სასამართლოს კრიტიკას მოახდენდა სამართლებრივ რეაგირებას, და გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, სამსახურეობრივს, დამაპატიმრებდა ან გამოიყენებდა ფულად სანქციას, ასევე შემიშლიდა ხელს ჩემ პროფესიულ საქმიანობაში, ეს იყო პირდაპირ მუქარა", - ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

ბრალდებებს ცოტა ხნის წინ მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ სხდომაზე ადვოკატს შენიშვნა მისცა სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო, თუმცა მუქარას ადგილი არ ჰქონია. 

 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი არ იყოს, ჩვენ არ ვართ ნაზი ყვავილები, რომ დავჭკნეთ, კი ბატონო, კრიტიკა მისაღებია, მაგრამ რომელ კრიტიკაზეა საუბარი, როდესაც მოსამართლეზე მიმართულია ამგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვები, ბღადუნი, ბჟუტური, ბრიყვული სახით განაჩენის განცხადება და ასე შემდეგ. განმარტება გაკეთდა ბღადუნზე და ბჟუტურზე", - ამბობს მოსამართლე. 

მისი თქმით, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწეობა დანაშაული თუ იყო ვერ წარმოიდგენდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი