თელავში 37 წლის მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე გუშინ ღამით მომხდარ დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

37 წლის მამაკაცი, რომელიც სტუმრად იყო მისული, მისივე მასპინძელმა კისრის არეში დაჭრა. მეზობლების ინფორმაციით შემთხვევას წინ მათ შორის კამათი უსწრებდა. დაშავებული გუშინვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის შეფასებით მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავეტიკოვების სახლში გვიანობამდე მუშაობდნენ სამართალდამცველები. გამოძიება ჯანმრთლობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი