
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 29 წლის ქალის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, ცნობები ვრცელდება ოკუპირებული აფხაზეთის მედიაში.
Sputnik Абхазия წერს, რომ ახალგაზრდა ქალს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა აქვს. მათივე მტკიცებით, ა.თ.-ს საცხოვრებელ სახლში 10 გრამზე მეტი "მეფედრონის" ორი შეკვრა იპოვეს. ასევე, აღმოუჩინეს საქართველოს პასპორტი და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები - დროშა და შევრონი.ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მათი ცნობით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვის ფაქტზე.
მანამდე კი გამოცემა "აფხაზური ამბები" გაავრცელა ცნობები, რომ "ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. ედავებიან ქართული დროშის ქონას. ბრალის დამძიმების მიზნით გოგონას ჩაუდეს ნარკოტიკი".