
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში იდგა და ქართველებს აგინებდა. ვიდეო "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა გაადაიღეს და ინფორმაცია შინაგან საქმეთ სამინისტროსაც მიაწოდეს.
„არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა, შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, - ამბობენ შსს-ში.
რუსეთის მოქალაქეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.