საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში:

  • გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა;
  • გამოჯანმრთელდა - 13 პაციენტი;
  • კარანტინშია - 5001;
  • სტაციონარული მკურნალობის ქვეშ - 219, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ ჩამოყვანილია - 31 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 14 ივლისს დადასტურებული ოთხივე შემთხვევა იმპორტირებულია და ინფიცირებულები სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის, ჯამში სულ დადასტურებული 999 შემთხვევაა, გარდაცვლილია 15 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 870.

მსოფლიოში კი კორონავირუსის მაჩვენებელმა 13 მილიონს გადააჭარბა.

#კორონავირუსი #COVID19 #ეპიდსიტუაცია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი