მალგოჟატა გოშევსკას ქუთაისში საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია დანაგვიანებული დახვდა და თავად დაასუფთავა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ჩასულ პოლონეთის ვიცე-სპიკერს, საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, სადაც სანთლები უნდა დაენთო, დანაგვიანებული დახვდა. ტერიტორია მან თავად დაასუფთავა.

დღესვე, ის დაესწრო ფილმის „Łagier 0331” (ბანაკი 0331) ჩვენებას მესხიშვილის სახელობის თეატრში. იმყოფებოდა პოლონურ-ქართული მეგობრობის სკვერში, სადაც პრეზიდენტ ვ. რაჩკევიჩის ძეგლი მოინახულა და ყვავილებით შეამკო, ასევე ის ესტუმრა კრუკოვსკის სახ. პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრს. 

"დღევანდელი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვიყავით ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, სადც პოლონელი გმირები იყვნენ თავის დროზე გამოკეტილები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ოდესმე ეს სიმართლე გამოვიდა სააშკარაოზე" - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, პოლონეთის დევნილობაში მყოფმა ხელისუფლების პირველმა პრეზიდენტმა, ვლადისლავ რაჩკიევიჩმა პრეზიდენტობამდე რთული გზა გაიარა - იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში; იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ; იყო პოლონეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი; მეორე მსოფლიო ომმა, ჯერ გერმანულმა, შემდეგ კი საბჭოთა ოკუპაციამ, მშობლიური პოლონეთი სამუდამოდ დაატოვებინა. 

თუმცა, რეალურად, პრეზიდენტი რაჩკიევიჩი პოლონეთში არ დაბადებულა. ის დაიბადა ქუთაისში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და აქვე გაატარა ბავშვობაც. მისი წინაპრები სწორედ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების გამო გადმოასახლეს აქ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი