ევროსასამართლომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე არასათანადო მოპყრობა დაადგინა - პატრულის ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საუბარია 2014 წლის 31 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე რა დროსაც, მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 28 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც არასათანადო მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს. გადაწყვეტილება შეეხება მოქალაქის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობას და ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო.

უწყების ცნობით, განახლებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, 2014 წლის 31 დეკემბერს,  რომ თბილისში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქანით მოძრავი პირი. მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, მოქალაქის მიმართ პატრულის ეკიპაჟის ორივე წევრის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნულზე, 2015 წელს პასუხისგებაში ბრალდებულის მეწყვილე პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, განახლებული გამოძიების პირობებში საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი