11 წელი ციხეში - მოსამართლემ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

დათუნა სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, მიხეილ კალანდია თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამ წლებს ამნისტიის შესაბამისად, ერთი მესამედი მოაკლდა და კალანდიას საბოლოოდ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები გამამტყუნებელ განაჩენს ელოდნენ, თუმცა ამტკიცებენ რომ მოსამართლე მარსაგიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. მათი თქმით, ხელისუფლებას ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციების შეეშინდა და დღევანდელი განაჩენით წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნა.

კალანდიებს პრეტენზიები პროკურატურის და შსს-ს მიმართაც აქვთ და ამტკიცებენ, რომ მიხეილ კალანდია არასწორი გამოძიების მსხვერპლია. თუმცა ისინი ამ საქმეში მირზა სუბელიანის ბრალეულობას გამორიცხავენ და ამბობენ რომ მასთან კონტაქტი არ აქვთ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ამტკიცებს რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო, რადგან მისი მტკიცებით საქმეში არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა. საქმის პროკურორისთვის კი განაჩენი მათი მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციის დადასტურებაა. 

განაჩენის გამოცხადებას სხდომის დარბაზში ესწრებოდა ზაზა სარალიძე, თუმცა მან სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. 

დღევანდელი განაჩენის დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული დოკუმენტი მხარეებს მოგვიანებით ჩაბარდებათ. რის შემდეგაც კალანდიას ინტერესების დამცველები მის გასაჩივრებას გეგმავენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი