დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

გამოქვეყნდა:

სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის საგანგაშო შედეგები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს ანგარიში 518 სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წარადგინა. დოკუმენტში ჩამოთვლილია ხარვეზები, რომლებიც ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს.  

ანგარიშის მიხედვით, 518 საქმიდან დაკავების კანონიერება 86%-ში ანუ, 448 შემთხვევაში სასამართლოზე საერთოდ არ განხილულა. ასევე გირაოს შეფარდება 20%-ზე მეტ საქმეებში დაუსაბუთებელი იყო. 
საიას ანგარიშის მიხედვით, საგანგაშოა ჩხრეკა ამოღების ფაქტების რაოდენობამ ნებართვის გარეშე.

საია 2744 სასამართლო პროცესს დაესწრო და განახორციელა მონიტორინგი. უმრავლეს შემთხვევებში არ ხდება დაკავების კანონიერების შემოწმება თავად სასამართლოს მხრიდან და ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, - ამბობს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი