მზად ვართ შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ვითანამშრომლოთ - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ნებისმიერ თემაზე ითანამშრომლოს. ამ საკითხზე უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახალხო დამცველმა დღეს, 14 ივლისს გაავრცელა განცხადება და პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. მათი თქმით, შაქარაშვილის ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს საქმეზე ბრალდებული 17-ვე პირი. ომბუდსმენი მასალების შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და შეფასებებს გააცნობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი