შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

საგამოძიებო უწყების გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი