სუს-ის სპეცოპერაცია თბილისში - სამართალდამცველები დიდუბეში, გორის ქუჩაზე, 23 ნომერში, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დაკავებულია 40 წლის მამაკაცი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ოჯახი ამტკიცებს, რომ იარაღი ჩადებულია და მისი დაკავება სუს-ის პროვოკაციაა.
დაკავებული ირანული ენის თარჯიმანია, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა მისი მშობლები ამ დრომდე ირანში ცხოვრობენ და თავად ფერეიდნიდან წლების წინ ჩამოვიდა საქართველოში.
დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ იარაღის ჩადება პროვოკაცია იყო.
"შემოცვივდნენ იარაღებით. წივილ-კივილი დავიწყე, იატაკზე დააწვინეს, ეჭვმიტანილები ხართ იარაღის უკანონო შენახვაზე და ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. დანაც არ ჰქონია, 3-4 საათის მერე ჩხრეკა რომ ჩატარდა, იარაღი ამოიღეს ტანსაცმლის კარადიდან, საიდანაც მე დილით კურტკა ავიღე და ჩავიცვი, იქ რომ იარაღი დებულიყო, თან მაქვს სეიფი , მაშინ სეიფში უნდა ჩამედო. თარჯიმნობდა შსს-ში" ამბობს დაკავებულის მეუღლე.
მამაკაცი ამჟამად ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი და ბრალს ოფიციალურად მას სავარაუდოდ დღის ბოლომდე წარუდგენენ.