პარტნიორის მიერ მომზადებული მასალა
ნიკოტინი არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას და არ არის რისკისგან თავისუფალი, ის არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი.
მეცნიერებაზე დაფუძნებული თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ არის უსაფრთხო, შეიცავენ ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, თუმცა, ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, პოტენციურად ნაკლები ზიანის შემცველნი არიან.რა თქმა უნდა, საუკეთესო არჩევანია თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარების დაწყებაზე უარის თქმა, ხოლო მწეველისთვის ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებაზე სრულად თავის დანებება..
რა არის ნიკოტინი?
ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელიც თამბაქოს მცენარეში გვხვდება.
ნიკოტინის შესუნთქვის შემდეგ ხდება ნივთიერების ფილტვებიდან შეწოვა და სისხლში გადატანა. შედეგად, ნიკოტინი სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებს მიეწოდება, მათ შორის - ტვინსაც. ტვინში მოხვედრის შემდეგ ნიკოტინი უკავშირდება რეცეპტორებს და ახდენს დოფამინისა და სხვა ნეიროტრანსმიტერების გამოყოფას.
ნიკოტინის განგრძობითი მოხმარების შემდეგ, ტვინი ეჩვევა ორგანიზმში ნიკოტინის გარკვეული დონის არსებობას. თუმცა, ეს პროცესი შექცევადია, როდესაც ადამიანი წყვეტს ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენებას.
ნიკოტინის შემცველი პროდუქტები არ უნდა მოიხმარონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ გულის დაავადებები, დიაბეტი, ეპილეფსია ან კრუნჩხვები.
ასევე, არ უნდა გამოიყენოს ორსულმა ან მეძუძურმა დედებმა. ნიკოტინი და ნიკოტინის შემცველი პროდუქტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვანთათვის.
ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას და არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ეწევიან ადამიანები. მას ასევე გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა რისკებიც. თუმცა, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი, სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი ზიანის ან პოტენციურად ზიანის შემცველი ქიმიური ნივთიერებების მაღალი შემცველობაა და არა - ნიკოტინი.