გურჯაანის საავადმყოფოს ესროლეს

გამოქვეყნდა:

გურჯაანის საავადმყოფოს რამდენჯერმე ესროლეს. ფაქტი დღეს გამთენიისას მოხდა. სწორედ იმ დროს შეიყვანეს კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში დაშავებული მამაკაცი. სროლა სწორედ იმ მიმართულებით განხორციელდა, სადაც მალხაზ ბადუაშვილს სამედიცინო დახმარება უტარდებოდა.

გურჯაანის საავადმყოფოს მედპერსონალი და დაცვა სროლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს. 

სავარაუდოდ საავადმყოფოს მიმართულებით გასროლას წინ კრიმინალური გარჩევა უძღოდა.

რაც შეეხება მალხაზ ბადუაშვილს, ის ამ დროისთვის საავადმყოფოდან გაწერილია, თუმცა სად იმყოფება, უცნობია. ცნობილია, რომ 40 წლის ბადუაშვილი წარსულში მეზობლის მკვლელობისთვისაა ნასამართლევი და 14 წლიანი სასჯელი აქვს მოხდილი.

ბადუაშვილის ოჯახში ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. დედის ინფორმაციით, მისი შვილი გასულ ღამეს მთვრალი იყო, წაიქცა და დაზიანებებიც მაშინ მიიღო

"რამდენი წელია მაგას სასმელი არ დაულევია, დალია და წაიქცა" - განაცხადა ბადუაშვილის დედამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. მან ჟურნალისტები სახლიდან გამოყარა.

მომხდარ ფაქტზე კი შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 187-ე, სხვისი ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი