გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 31 ივლისს ჩაინიშნა. გამოძიებას კი ამ დრომდე 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მუხლი, არც ერთი დაკავებულისთვის არ წაუყენებია. გამოძიებას ბრალდებულებისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარსადგენად 2 კვირიანი ვადა რჩება.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი "ტოიტა კამრის" ექვსივე მგზავრისთვის ამ მუხლის წაყენებას ითხოვს.
"მთავართან" საუბარში მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მას დაკავებულებისთვის ბრალის დამძიმების მოლოდინი აქვს.
დაკავებულების ადვოკატები კი ამბობენ, რომ 15 ტომიან საქმეში ამ კვალიფიკაციისთვის საჭირო მტკიცებულებები ამ დრომდე არ არსებობს.
დღეის მდგომარეობით, გამოძიებას არაფერი ღირებული ამ კუთხით არ აქვს და იმისათვის რომ სრულყოფილი გამოძიება განხორციელდეს, დამატებით საჭიროა ვადა - ამბობს ადვოკატი ვახტანგ მამულაშვილი
იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ ბრალის დამძიმებისთვის საჭირო გარემოებები ვერ გამოკვეთა, არ არის გამორიცხული სასმართლო სხდომა გადაიდოს. თუმცა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, გამოძიებას ვადები შეზღუდული აქვს