დაჭრა ბათუმის ბულვარში - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის ბულვარში ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასმართლომ პატიმრობა შეუფარდა. 24 წლის ნიკა ბეგიაშვილს გამოძიება ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის ერთ ერთ კლუბში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა, რაც დაჭრით დასრულდა. 

გამოძიების ცნობით ბეგიაშვილმა ორივე პირს ჭრილობები დანით მიაყენა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაკავებულის ადვოკატი კი ბეგიაშვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ კონფლიქტის დროს, ბრალდებულიც დაშავდა

დაჭრილი ახალგაზრდები ამ დრომდე კლინიკა მედალფაში იმყოფებიან. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომდევნო სასამართლო სხდომა 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი