არსებული ინფორმაციით, გორის ერთ-ერთ რესტორანში მოქალაქემ და პოლიციელმა იჩხუბეს

გამოქვეყნდა:

ჩხუბი გორში - თვითმხილველის ინფორმაციით, რესტორან "ნაჭარმაგევში" ფიზიკურ დაპირისპირებას იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი მოქალაქესა და პოლიციელს შორის მოხდა.რესტორნის თანამშრომლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. 

შემთხვევის ადგილზე "მთავარი არხის" მისვლის შემდეგ, პოლიციის დაახლოებით ხუთამდე ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა. სამართალდამცველების ნაწილი ჩაკეტილი იყო რესტორნის შიდა სივრცეში, "მთავარმა" ადგილზე დამტვრეული ჭურჭელი და ინვენტარი გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი