სუს-ის ირანული ენის თარჯიმანი დუმილს არღვევს | დაკავებულების თქმით, სპეცოპერაციისას ძალოვანებმა ძალას გადაამეტეს 

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ირანული ენის თარჯიმანი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ მისი დაკავების დროს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.ირანული ენის თარჯიმანი უწყებაში 2 წლის წინ მუშაობდა.

"პირადი ჩხრეკის დროს, სანამ შემოვიდოდნენ ჩემთან, ბინაში, სანამ კამერებს ჩართავდნენ, ხელბორკილები დამადეს, პირში ხელი ჩამიდეს, შეიძლება დნმ-ის ასაღებად, არ ვიცი რა მიზნით. შემდეგ ხელბორკილი მომხსნეს და დაიწყეს გადაღება" - ამბობს უწყების თარჯიმანი. 

ასევე ცნობილი ხდება მეორე დაკავებულის შესახებ, რომელსაც სპეცოპერაციის დროს 16 ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა ჩაუდეს. 

"ზუსტად შესასვლელთან მაქვს საწოლი, სტუმარი რომ მოდის, ვათავსებ. მატრასი აწიეს, ამოიღეს ვაზნები, რომელიც ჩემი არ არის",- ამბობს ის. 

ორივე ბრალდებულმა დღეს დუმილი დაარღვია და თქვეს, რომ სპეცოპერაციის დროს ძალის გადამეტებით დააკავეს. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალდებას დაამტკიცეს და ამბობენ, რომ დავას სააპელაციო სასამარტლოში გააგრძელებენ. 

ცნობისთვის, სუს-მა გორის ქუჩაზე სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. დაკავებულებს ცეცხლსასოროლი იარაღის მართლაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და საბრძოლო მასალის რეალიზაციას ედავებიან. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი