წყალტუბოში დაღუპული გოგონას საქმე - ცრუ ჩვენებები და ექსპერტიზის მოლოდინი

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში გარდაცვლილი 17 წლის გოგონას საქმის გახსნა ექსპერტიზის პასუხზეა დამოკიდებული. ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი კითხვის ნიშნები ჩნდება. ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია მოზარდი, რომელმაც დაღუპული ნინი სარალიძე ერთ-ერთმა ბოლომ ნახა.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა მოხდა 1 ივლისს წყალტუბოს ცენტში, რასაც 17 წლის გოგონა ემსხვერპლა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, ოფიციალურ პასუხამდეც ნინი სარალიძის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ  ეს უბედური შემთხვევა არ იყო და მოზარდი მიტოვებული შენობის ლიფტის შახტაში თავისით არ ჩავარდნილა.  

ვიდრე თვითმხილველები და შემთხვევისას ადგილზე მყოფი მოზარდები ალაპარაკდებიან, დაღუპული გოგონას ნათესავები საკუთარ ვერსიებს განიხილავენ. ყველა დეტალზე დღეს საუბრი არ სურთ, თუმცა არ მალავენ, რომ საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებაა, რაც მათ აფიქრებინებს, რომ მოზარდი 13 მეტრის სიღრმეზე ძალით გადაგდეს, მანამდე კი, შესაძლოა, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. დაღუპულის ბიძა ადასტურებს, რომ ნინის სახეზე სილურჯეები ჰქონდა. ახლა ისინი ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უნდა თქვას, იყო თუ არა მოზარდი ძალადობის მსხვერპლი. 

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება მოზარდის ტელეფონია. დაღუპულის ბიძა ამბობს, რომ შახტიდან ცხედრის ამოყვანისას მაშველებმა ადგილზე ტელეფონი ვერ ნახეს. მიუხედავად ამისა, იპოვეს 17 წლის გოგოს სხვა პირადი ნივთები და ხურდა ფული. ორდღიანი ძებნის შემდეგ ტელეფონს იმავე შახტაში ისევ ჩართულ მდგომარეობაში მიაგნეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ ტელეფონი ვიღაცამ ადგილზე მოგვიანებით მიიტანა. 

საეჭვო გარემოებებს მოზარდების ცრუ ჩვენებები ემატება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ნინი სარალიძის ნათესავებმა იციან, რომ საბედისწერო ღამეს გოგონა 7 თანატოლთან ერთად იყო. გამოძიებას ყველა გამოკითხული ჰყავს. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ გოგონა დამალობანას თამაშის დროს შახტაში შემთხვევით ჩავარდა, ნაწილი კი ამბობს, რომ ნინი მეგობარ გოგოსთან ერთად საპირფარეშოში ავიდა, ოთახი შეეშალა და შახტაში ჩავარდა.

მოზარდების ვერსიებისა და მონაყოლის, სავარაუდოდ, არც გამოძიებას სჯერა. უცნობია, რას მალავს დაკავებული მოზარდი. არც ადვოკატი და არც ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ.

მომხდარის შემდეგ კამერებთან არ ჩნდებიან ის მოზარდები, ვინც 1 ივლისის ღამეს ნინი სარალიძესთან ერთად იყვნენ. ოჯახი ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომლის შემდეგაც არ არის გამორიცხული, გამოძიების კვალიფიკაციაც შეიცვალოს და საქმეში ბრალდებულთა რაოდენობაც გაიზარდოს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი