საქართველოში არის მუნიციპალიტეტები და ზოგ შემთხვევაში მთელი რეგიონებიც კი, სადაც ბავშვებს არ აქვთ საბავშვო ბაღი. იმისათვის რომ ამ პატარებმა სკოლამდელი განათლება მიიღონ, უკეთეს შემთხვევაში მათ მშობლებს ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ და ბავშვების სხვა სოფელში ტარება. თუმცა ადგილები ყველა ასეთ ბაღში შეზღუდულია. მშობლების უმეტესობას კი ასეთი მანძილის ყოველდღირუად დასაფარად არც მანქანა ყავს და არც ფული აქვს.
რაც კიდევ უფრო საგანაგაშოა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა ის, რომ საბაშვო ბაღის გარეშე დარჩენილი სოფლები, როგორც წესი, ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული. ამ რეგიონებში წლების და თაობების განმავლობაში დგას სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა, რაც შემდეგ უკვე საგანმანათლებლო პროცესსაც აფეხრებს და აქაურ პატარებსაც არათანაბარ, დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს.