"ეს არ არის ხალხის საქმე" - მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმის ახალ ვერსიებზე

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ადასტურებს, რომ საქმეში ახალი ვერსიები იკვეთება.

მოკლული ახალგაზრდის ბიძა ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვიდა. მირიან ნიკოლაძე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ცნობილია, რომ საქმის ახალი მასალები უკვე გადაეცათ ადვოკატებს და დეტალები, ალბათ, მალე გახმაურდება.

რაც იყო, ეს ვერსიები არის სამუშაო ვერსიები და არ არის საზოგადო. ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველასთან დაკავშირებით, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არის სამუშაო ვერსია. ეს არ არის ხალხის საქმე და საზოგადოების გასარჩევი, - თქვა ნიკოლაძემ.

პოლიციის პარალელურად, საკუთარ მოკვლევებს ატარებენ სახელმწიფო ინსპექტორი და სახალხო დამცველი. სავარაუდოდ, საუბარია ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე. 

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი ამბობს, რომ გური ამირხანაშვილი მეხუთედ არ დაუკითხავთ. როგორც მას სამართალდამცველებმა განუმარტეს, აზრი აღარ ჰქონდა მის გამოკითხვას.

სახალხო დამცველი უკვე იკვლევს ბრალდებულებზე ზეწოლის ფაქტებს. თუმცა, ნინო ლომჯარია დამატებით დეტალებს კონფიდენციალურობის დაცვის მიზეზით არ ახმაურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი