
დავით ცინარიძე თავისუფალია - ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკამაყოფილა და ცინარიძის პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა. უფლებადამცველის თქმით, სხვა პერსპექტივა, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი, არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძე აპრილში მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.