საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ისინი ამტკიცებენ, რომ 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. პროკურატურამ გამოძიება ამ საქმეზე უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა პოლიციელებს.